TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებს ჩართავენ

ხონში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებს ჩართავენ

ხონში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებს ჩართავენ

ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. 

თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის (CPC ) წარმომადგენლებმა მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებსა  და სპეციალისტებს  გამოცდილება გაუზიარეს და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის ადმინისტრირების საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

სამოქალაქო ბიუჯეტირების დაგეგმვა მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu