TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხის სოფელ ხელედში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ლენტეხის სოფელ ხელედში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ლენტეხის სოფელ ხელედში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში, წმინდა თამარ მეფის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა, ტაძართან მისასვლელი ბეტონის საფარიანი გზა, ტაძრის წინ სკვერი, ფანჩატური, განათება, მოსასვენებელი ადგილები და სველი წერტილი. აგრეთვე დაგეგმილია ტაძრის ეზოს წინა კედლის მოპირკეთება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება შეადგენს 239,909 ლარს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu