TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ამოიღეს

სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ამოიღეს

სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და "გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 19-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu