TOPNEWS » მთავარი თემა » რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი?-ქუთაისში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი?-ქუთაისში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი?-ქუთაისში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისი შეუერთდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე-თეთრ კოლონადებთან “ქართული ოცნების” ქუთაისის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები და ვარდისფერი ბაბთები დაარიგეს.

ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიური დაავადებაა და ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა. ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

აღსანიშნავია, რომ სკრინინგს, რომელიც  დაავადებისგან თავის დაცვის წინაპირობაა, სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu