ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისი შეუერთდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე-თეთრ კოლონადებთან “ქართული ოცნების” ქუთაისის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები და ვარდისფერი ბაბთები დაარიგეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიური დაავადებაა და ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა. ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
აღსანიშნავია, რომ სკრინინგს, რომელიც დაავადებისგან თავის დაცვის წინაპირობაა, სახელმწიფო სრულად აფინანსებს.