ადგილობრივი მეღვინეების და მეთაფლეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა-როგორია “ბაღდათობის” პროგრამა?
3 ნოემბერს ბაღდათში სახალხო დღესასწაული “ბაღდათობა 2025” გაიმართება.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ახალგაზრდობის სკვერის მიმდებარედ) მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნება:
14:00საათიდან ფლეშმობი მარათონი ბავშვების მონაწილეობით;
ძველი ბაღდათის ფოტოების და ბანერების გამოფენა;
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
ადგილობრივი მეღვინეების და მეთაფლეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
კურორტ "საირმე"-ს პავილიონი;
სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე;
ბიბლიოთეკა, მაიაკოვსკი და ბაღდათი;
თეატრალური სივრცე, “შემოდგომა ბაღდათში";
საბავშვო გასართობი სივრცე-ატრაქციონები, სახის მოხატვა, ანიმატორები;
პროფესიული სასწავლებლები: კოლეჯი “იბერია“, “მსოფლიო განათლების აკადემია“ WEA, კულინარიული მასტერკლასი, გამოფენა-გაყიდვა;
სასწავლო საგამოფენო სივრცე;
სპორტული სივრცე;
ქუჩის ორკესტრი;
გასტრონომიული სივრცე;
14:30 საათი-ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი;
ბაღდათის საიმიჯო კლიპის და ფოტოების ვიდეო კოლაჟი;
15:30 საათი-საპატიო ბაღდათელების დაჯილდოების ცერემონია;
17:00 საათი-დასკვნითი საზეიმო გალა კონცერტი, ჯგუფი “ეგარი“-ს და ჯგუფი “ურსა“-ს და მონაწილეობით.
19:00 საათი-ფეიერვერკი.

















