TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში 1200 მოსწავლეზე გათვლილი მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში 1200 მოსწავლეზე გათვლილი მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში 1200 მოსწავლეზე გათვლილი მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით,  შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. ასევე, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა და მინი- სტადიონის გაკეთება. სკოლა 1200 მოსწავლეზეა გათვლილი. 

მე-7 საჯარო სკოლას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია ესტუმრნენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 667 779 ლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu