თბილისში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქუთაისელი ახალგაზრდის მეგობარი მიმართვას ავრცელებს

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქუთაისის მკვიდრი, შაკო შარაბიძის მეგობარი მიმართვას ავრცელებს. ნინია ბარამიძე ბრალდებულის ოჯახს მიმართავს.
“მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს, 13 წლის მკვლელთან ამ პოსტმა და მის ოჯახთან.
13 წლის მკვლელმა როგორც იცით რამოდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი Shako Sharabidze მოკლა.
დღეს შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელმა და უთხრეს, რომ საქმე უნდა დაეხურათ, რადგან მკვლელი არის 13 წლის.
დღეს შაკოს ოჯახმა უყურა ჩანაწერებს, სადაც ჩანს 13 წლის ნაგავმა, გაუზრდელმა მკვლელმა, თავის გართობას როგორი ბიჭის სიცოცხლე შესწირა.
ანუ ხვალ შეიძლება ისევ იგივე გააკეთოს მკვლელმაა და ისევ ვინმეს სიცოცხლე წაართვას.
შაკოს მკვლელის სახელი და გვარი და ფოტო მომაწოდა ოჯახმა და რადგან არასრულწლოვანი ყოფილა, კანონი მე დამსჯის ამის გამო და მკვლელმა, რომელმაც ახალგაზრდა მეგობარი მომიკლა, ის დაუსჯელი უნდა დარჩეს.
მკვლელის ოჯახიდან არც ერთს არ ეყოთ იმის გამბედაობა, გარდაცვლილის ოჯახთან გასულიყო კონტაქტზე.
რა აზრი აქვს, რომელიმე თქვენთაგანის სიცოცხლეს? მკვლელებო!!!!!!
თვითგვემას მიეცით თქვენი თავები, მკვლელმაც და მათი ოჯახის წევრებმაც. ქუჩაში არ გახვიდეთ!!!!!!!
ვიბრძოლებთ, იქნებ რამე შევძლოთ.
ყველას გთხოვთ დახმარებას, იქნებ დაგვეხმაროთ, არსებობდეს რაიმე მექანიზმი რომ ასე არ დაიხუროა საქმე, ასე არ შერჩეს მკვლელს ჩემი შაკოს სიცოცხლე,”-წერს ნინია ბარამიძე.