ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 4 სტუდენტი სწავლას გერმანიის უნივერსიტეტში აგრძელებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში იმყოფებიან. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ოთხი სტუდენტი, 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს ვურცბურგის უნივერსიტეტში გაივლიან.
მარიამ შონია, დიანა გაბისონია, აკაკი ხელაძე და გვანცა ჭურაძე ვურცბურგის უნივერსიტეტში მიიღებენ ევროპული ხარისხის მრავალფეროვან აკადემიურ და პრაქტიკულ გამოცდილებას. გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ვურცბურგის უნივერსიტეტი, განსაკუთრებით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულებებით. ფართოდ აღიარებულია უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტები, რომლებიც აერთიანებენ როგორც თეორიულ, ისე გამოყენებით დარგებს.
უნივერსიტეტი გამორჩეულია ძლიერი აკადემიური ტრადიციებითა და მაღალი ხარისხის განათლებით, საერთაშორისო პარტნიორობით, აქტიური კვლევითი საქმიანობითა და თანამდეროვე ლაბორატორიებით.





