TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის მერმა მეეზოვეები დააჯილდოვა

ზესტაფონის მერმა მეეზოვეები დააჯილდოვა

ზესტაფონის მერმა მეეზოვეები დააჯილდოვა

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ ქალაქის მეეზოვეები დააჯილდოვა. 

მერმა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის 39 თანამშრომელს  მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა  და მადლობის სიგელები გადასცა. მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო მიიღო ყველაზე უხუცესმა  მეეზოვემ მზია კალაძემ.

ვახტანგ ღამბაშიძემ ხაზი გაუსვა მეეზოვეების მნიშვნელოვან წვლილს ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

„ეს ადამიანები  დილით ადრე იწყებენ საქმიანობას და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ჩვენ ვაფასებთ მათ შრომას. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქალაქის სიყვარულისა და მზრუნველობისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ. 


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu