TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრები ეკატერინე არაბიძე 103 წლის გახდა
თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრები ეკატერინე არაბიძე 103 წლის გახდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ ეკატერინე არაბიძეს 103-ე დაბადების დღე მიულოცა.
მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაფასება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
103 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიისგან ეკატერინე არაბიძეს ფულადი დახმარების სახით 1000 ლარი გადაეცემა.





