რეკლამა

სამტრედიელი ახალგაზრდა მხატვრის ახდენილი ოცნება

სამტრედიელი ახალგაზრდა მხატვრის ახდენილი ოცნება

სამტრედიის სამხატვრო სკოლამ 28 წლის გიორგი მეშველიანის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.

ახალგაზრდამ, რომელიც სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრში მუშაობს, დღეს დიდი ხნის ოცნება აისრულა.

"მუნიციპალიტეტის მერიის და მერის, დავით ბახტაძის უშუალო მხარდაჭერით ახალგაზრდა ხელოვანი ფართო აუდიტორიამ ახლოს გაიცნო.

გიორგის მიერ შექმნილმა ფერწერულმა პეიზაჟებმა და პორტრეტებმა, არაჩვეულებრივმა მინიატურულმა მაკეტებმა, ფოლკლორის თემატიკაზე შესრულებულმა ნამუშევრებმა და ქანდაკებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა,"-აცხადებენ სამტრედიის მერიაში. 

"გიორგის ოცნება იყო გამოფენის მოწყობა და ჩვენ ამაში დავეხმარეთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შშმ პირთა სპეციფიკურ საჭიროებებს მოვერგოთ და ამისთვის მუნიციპალიტეტის მერია მრავალ ოროგრამას ახორციელებს. წარმატებას ვუსურვებ გიორგის და ყველა შშმ პირს. მიხარია, რომ იგი ახლადშექმნილი ახალგაზრდული საბჭოს წევრია," -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

"ჩემთვის უბედნიერესი დღეა. ბავშვიბიდან ვხატავ და უკვე 50-მდე ნამუშევარი შევქმენი. ყველაზე მეტად კი ჩემი ნამუშევრებიდან ოდა სახლი მიყვარს. ჩემს ძველ, ქართულ სახლს მაგონებს, რომელიც ახლა დანგრეულია,"-გვიყვება გიორგი მეშველიანი. 

ახალგაზრდა შემოქმედს დღეს მერმა სიმბოლურად ფულადი საჩუქარიც გადასცა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები