TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოვლინდა

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოვლინდა

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამრთალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, 3 - ქვემო ქართლის,  4 -გურიის, 2 - კახეთის,  1 - მცხეთა-მთიანეთის და 3 - შიდა ქართლის რეგიონებში.

ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu