TOPNEWS » მთავარი თემა » რაჭის ეროვნულ პარკს 11 რეინჯერი იცავს

რაჭის ეროვნულ პარკს 11 რეინჯერი იცავს

რაჭის ეროვნულ პარკს 11 რეინჯერი იცავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. 

რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 50 835 ჰა-ია. რაჭის ეროვნულ პარკს 11 რეინჯერი იცავს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა რეინჯერებს ბუნების დაცვაში შეტანილი  წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითრების პარალელურად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეინჯერების შესაბამისი სამუშაო პირობებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხებით უკვე შეძენილია 4 კვადროციკლი, 2 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, 3 ტრაქტორი, ბაგი და თოვლის მანქანა (ბურანი), რომელიც რეინჯერებს შესაძლებლობას აძლევს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ პატრულირების პროცესი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილია რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოება და განვითარება, რისთვისაც უკვე მომზადებულია კანონპროექტი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu