რეკლამა

იმერეთში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის მაჟორიტარს მიმართავენ

იმერეთში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის მაჟორიტარს მიმართავენ

იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ლომინაძეს წერილით მიმართავენ. 

"ბატონო ზაზა!

ჩვენ, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოვხატავთ სურვილს და საჭიროებას გაიმართოს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 

შეხვედრის გამართვის ადგილად გთავაზობთ "ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს", რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის 69-ში. რაც შეეხება თარიღს, შეგიძლიათ 23-27 აპრილის შუალედში თქვენთვის მისაღები დრო შემოგვთავაზოთ. მოგიწოდებთ, შეხვედრის შესახებ თქვენი მხრიდან დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 22 აპრილისა.

ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას.

ჩვენ იმერეთში, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი თქვენი მხრიდან არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და რომ თქვენ ჩვენი ინტერესები არ გაატარეთ. 
მკაფიოდ გვსურს გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი და იგი უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან.

მიმართვის წერილის ავტორები:

1. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG);
2. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ISFED - ქუთაისის რეგიონული ოფისი; 
3. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
4. საერთაშორისო გამჭვირვალობა (TIG) - საქართველოს ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობა; 
5. მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD);
6. საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი";
7. ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად" ( WAAT);
8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საიას), ქუთაისის ფილიალი;
9. ტელეკომპანია “MEGA TV”;
10. სამოქალაქო მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“;
11. საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge;
12. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD);
13. რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“;
14. რადიო „ძველი ქალაქი“ (FM 107.9);
15. „განათლება და სამყარო“;
16. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი";
17. საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge;
18. ააიპ "დრანდა";
19. ტელე-რადიო კომპანია რიონი;
20. სამოქალაქო თეატრი;
21. ინტერნეტგამოცემა "P.S." Psnews.ge;
22. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia);
23. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC);
24. ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრი;
25. ბრეს საქართველო;
26. რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის;
27. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი ( GCRT-Kutaisi);
28. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”;
29. "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი“;
30. ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
31. იძულებით გადაადგილებულთა ქალთა ასოციაცია “თანხმობა”;
32. ფონდი აფხაზინტერკონტი;
33. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” ქუთაისის განყოფილება;
34. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა;
35. საინფორმაციო სააგენტო Newspress.ge,"-ნათქვამია მიმართვის წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები