TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერეში ოჯახი 2003 წელს დაბადებულ შვილს ეძებს

საჩხერეში ოჯახი 2003 წელს დაბადებულ შვილს ეძებს

საჩხერეში ოჯახი 2003 წელს დაბადებულ შვილს ეძებს

ოჯახი 2003 წელს საჩხერეში დაბადებულ ბავშვს ეძებს. 

ნელი შუბითიძის თქმით, მისმა დედამ 2003 წლის 29 ივლისს საჩხერეში იმშობიარა, თუმცა ბავშვი 8 თვის დაიბადა, რის გამოც ინკუბატორი სჭირდებოდა და თბილისში წამოიყვანეს.

 “როგორც დედა მეუბნება, ბავშვმა იტირა დაბადებისთანავე, მაგრამ რატომღაც სანამ თბილისში წამოიყვანდნენ, ექიმებს უთქვამთ: ფილტვი არ გაეხსნაო. თბილისში ჩამოიყვანეს ბავშვი. სამწუხაროდ, არავის არ ახსოვს ზუსტად საავადმყოფოს სახელი(იქნებ ვინმემ იცოდეთ დიღომში, ლუბლიანაზე,2003 წელს რომელი საავადმყოფო გარემონტდა, რადგან როცა ბებო მივიდა ბავშვის წამოსაყვანად, იმ საავადმყოფოში სადაც უნდა ყოფილიყო ბავშვი, არ დახვდა იქ და უთხრეს: აქ რემონტი გვაქვს, სხვაგან გადავიყვანეთო). 

ბებო ხშირად მიდიოდა საავადმყოფოში და ყოველთვის ნახულობდა ბავშვს-საკვები, პამპერსები და საჭირო ნივთები მიჰქონდა (ერთ-ერთ მისვლაზე მედპერსონალმა რაღაც დანადგარი მოსთხოვა, რომელიც თურმე  დღეების ბავშვმა გატეხა. ძალიან დამაეჭვა ამ ფაქტმა). თბილისში ერთ-ერთ ჩამოსვლაზე ბებომ ისევ ნახა ბავშვი, მიუტანა იგივენაირად ყველაფერი, გამოართვეს და უთხრეს კარგადააო.
წამოვიდა სახლში მშვიდად. მეორე დილით კი ურეკავენ და ეუბნებიან გარდაიცვალაო. წავიდა ბებო წამოსაყვანად, წამოიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, არავის არ უნახავს გარდაცვლილი. ისე დაასვენეს, არ გაუხსნიათ. ერთადერთი, რაც შეამჩნია ბებომ ის იყო, რომ თვითონ რა გადასაფარებელიც მიიტანა,  ის არ იდო ყუთში და სხვა გადასაფარებელი იყო. რომ უთხრა ეს ჩემი არააოო, იმ საავადმყოფოში რემონტი დაიწყო და იქ დარჩა ისო. ბევრი საეჭვო ფაქტორია, განსაკუთრებით ის, რომ წინა დღეს ბებომ იმ საავადმყოფოში ნახა, სადაც პირველად მიიყვანეს, მეორე დღეს კი დაურეკეს გარდაიცვალაო და სხვა საავადმყოფოში გაუშვეს წამოსაყვანად, როცა შეეძლოთ დარეკვის დროს გაეფრთხილებინათ, რომ სხვაგან გადაიყვანეს.

 იუსტიციაში გარდაცვალება არ ფიქსირდებაა. ტესტი გაკეთებული მაქვს. სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ?! იმ დღის მერე, რაც მჯერა, რომ ცოცხალი ხარ, მოსვენება დავკარგე და ყველგან შენ გეძებ! თუ დაბადების მოწმობაში გიწერია 2003 წლის ივლისი ან სავარაუდოდ უფრო აგვისტო, მხარზე გაქვს ხალი და იცი, რომ აყვანილი ხარ (იცოდე რომ არავის გაუშვილებიხარ თავის ნებით) ან გაქვს ეჭვი, გაიტესტე. გელოდებით 3 და, 1 ძმა და მშობლები,”-წერს ნელი შუბითიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu