TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიაში ვეტერან ფეხბურთელს უმასპინძლეს

ქუთაისის მერიაში ვეტერან ფეხბურთელს უმასპინძლეს

ქუთაისის მერიაში ვეტერან ფეხბურთელს უმასპინძლეს

 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ საიუბილეო თარიღი მიულოცეს 90 წლის ვეტერან ფეხბურთელს,  სპორტის ოსტატს, ქუთაისის "ტორპედოს" და ბავშვთა გუნდის მწვრთნელს, ნოდარ სარჯველაძეს.  შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერან სპორტსმენთა კავშირის წევრები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვეტერანი ფეხბურთელის დამსახურებებსა და იმ  მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც მან შეიტანა როგორც "ტორპედოს", ასევე ზოგადად, ჩვენს  ქალაქში  ფეხბურთის განვითარების საქმეში. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ნოდარ სარჯველაძეს და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu