რეკლამა

ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა

ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა

ქუთაისი ლიტერატურის მიმართულებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა. 

იუნესკოს ეს  გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს, მსოფლიო ქალაქების დღეზე გახდა  ცნობილი.

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების წევრობაზე მსოფლიოს მასშტაბით საკონკურსო განაცხადების მიღება ყოველწლიურად ცხადდება შემდეგი მიმართულებებით: რეწვა და ტრადიციული ხელოვნება, დიზაინი, კინო, გასტრონომია, ლიტერატურა, მედია ხელოვნება და მუსიკა. 
აღნიშნულ განაცხადზე ქუთაისის ხედვა ეფუძნება მის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციას ლიტერატურისა და ინოვაციური შემოქმედებითი პრაქტიკების გათვალისწინებით, რომელიც თანხვედრაშია გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებული გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებთან და გამოწვევებთან.

ახალი სტატუსის თანახმად,  მომდევნო  4 წლის განმავლობაში ქალაქის კულტურული დინამიკა ორიენტირებული იქნება ლიტერატურული პროცესებისა და სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი თანამშრომლობების განვითარებაზე, სადაც საერთაშორისო გაცვლა და თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. 

აღნიშნული სტატუსის მინიჭება არის უდიდესი შანსი ქუთაისისთვის,  მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციაზე დაყრდნობით შექნას სრულიად ახალი კულტურული იდენტობა. 

დეტალურ ინფორმაციას ქალაქის ახალი სტატუსის შესახებ ქუთაისის მერია ფართო საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები