TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია: საშუალოდ, ყოველდღიურად, გადაგვყავს, 25 000-დან 27 000-მდე მგზავრი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია: საშუალოდ, ყოველდღიურად, გადაგვყავს, 25 000-დან 27 000-მდე მგზავრი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია: საშუალოდ, ყოველდღიურად, გადაგვყავს,  25 000-დან 27 000-მდე მგზავრი

შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ქალაქის მოსახლეობასა და მის სტუმრებს, 62 ერთეული M3 კატეგორიის და 10 ერთეული M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით ემსახურება-ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

“მართალია, სეზონურად მგზავრთნაკადი მერყეობს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ, ყოველდღიურად, გადაგვყავს,  25 000-დან 27 000-მდე მგზავრი.

სხვა სერვისებთან ერთად, კომპანიაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული სამრეცხაო, რომელშიც, ყოველ საღამოს, 20:00 დან 01:00 სთ-მდე, ხდება კომპანიის ავტოპარკის კაპიტალური დასაუფთავება (როგორც სალონის, ისე ძარის). ამას გარდა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება სრული დეზინფექცია, გარკვეული ინტენსივობით ან საჭიროების შემთხვევაში.

ქალაქ ქუთაისის მოსახლეობასა და მის სტუმრებს, სატრანსპორტო კომპანიის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ მუნიციპალურ ტრანსპორტს, დავიცვათ დაზიანებისა და დანაგვიანებისგან. 

აქვე განგიმარტავთ, რომ თუკი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ ავტობუსებში დამონტაჟებული შიდა მონიტორინგის კამერები დააფიქსირებენ ვანდალიზმის ფაქტებს, ვალდებულნი ვართ, ვიდეომასალა, რეაგირებისთვის გადავუგზავნოთ შესაბამის ორგანოებს, რაც გამოიწვევს წესრიგის დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას,”-აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu