TOPNEWS » მთავარი თემა » მეწყერი და საცობი რიკოთზე

მეწყერი და საცობი რიკოთზე

მეწყერი და საცობი რიკოთზე

დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე საცობია. როგორც მძღოლები აცხადებენ, მაგისტრალზე მოძრაობა გაჩერებულია. მძღოლები ერთმანეთს მოძრაობას ალტერნატიული გზების გამოყენებით ურჩევენ. 

"მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ გაწმინდეს უკვე გზა. უზარმაზარი საცობია, ვინც აღმოსავლეთში მიდის. დასავლეთისკენ გამოგვიშვეს"

"ზესტაფონი-ჭიათურა-გომით შეგიძლიათ გააგრძელოთ, ვინც დასავლეთიდან მოდიხართ და ზესტაფონამდე ჯერ არ მისულხართ.
ნორმალური გზაა"

"მეწყერი ჩამოწვა,რესტორან "ჯარგვალ"-თან, სადღაც ნახევარ კილომეტრში. უკვე შეუძლებელი იყო მანქანით გადაადგილება. გზა ჩაკეტეს. სავარაუდო დრო 2 საათი გვითხრეს"

"ჩვენ უკან მოვტრიალდით თბილისისკენ, რადგან წინ უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მეწყერის გამო, გადაკეტილი ჰქონდათ გზა"

"ერთი საათის წინ გამოვიარეთ - საშინელი წვიმა, სეტყვა… რიკოთზე ხდებოდა ეგ ამბავი, ხაშურშიც სეტყვა იყო და აქეთ უკვე კარგი ამინდია. ავარია ჩვენს დროს არ ყოფილა. 
კეთილი მგზავრობა". 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu