რეკლამა

რა გაკეთდა ვაკისუბნისა და სულხან-საბას ოლქებში?-ანგარიში ხალხს

რა გაკეთდა ვაკისუბნისა და სულხან-საბას ოლქებში?-ანგარიში ხალხს

მამუკა რიჟამაძე - ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ვაკისუბნისა და სულხან-საბას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი. დაიბადა 1978 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში. 1996-2002 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე - პედიატრიის სპეციალობით. ყავს მეუღლე და სამი შვილი. 2017 წლის 20 ნოემბრიდან არის ქუთაისის საკრებულოს წევრი.

- 2017 წლის 20 ნოემბრიდან ხართ სულხან-საბასა და ვაკისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე საკრებულოში იკავებთ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. იქნებ გაგვაცნოთ  მიმდინარე წელს, წარმომადგენლობით ორგანოში თქვენს მიერ გაწეული სამუსაოები.

როგორც იცით, 2017 წლის 20 ნოემბრიდან ვარ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სულხან-საბას და ვაკის უბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მაჟორიტარი დეპუტატი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და  მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც  ნდობა განმეორებით გამომიცხადეს. მიმდინარე წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ჩატარებული აქვს კომისიის 7 სხდომა. ჩვენი კომისია განიხილავს ჯანდავისა და სოციალურ  პროგრამებს. კომისია აქტიურად არის ჩართული ქალაქ ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის ფორმირებასა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვაში. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ჯანდაცვის და ცოსიალური საკითხების ბიუჯეტი შეადგენს 6 534 000 ლარს.  2023 წელს გათვალისწინებულია 31 პროგრამა რომელიც  წარმატებით ხორციელდება.


- რას შეეხება სამაჟორიტარო ოლქებს, რამდენად ხშირად ახდენთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან? 

სულხან-საბას და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოველ სამშაბათს ვხდები მოსახლეობას, ვისმენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ვახდენ რეაგირებას. მიმდინარე წელს ჩემი შუამდგომლობით ერთჯერადი მატერიალური დახმარება  გაეწია სუხან-საბასა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ  ერთეულში მცხოვრებ 190 მოქალაქეს. ასევე, ეტაპობრივად ხდება ინფორმაციის მიეღება იმ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.

-რა ტიპის  სამუშაოები განხორციელდა თქვენს სამაჟორიტარო ოლქებში?
 
მოწესრიგდა  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები. ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, სადაც მოსახლეობის თანამონაწილეობა გახარჯული თანხის მხოლოდ 10%- შეადგენდა. ასევე, მოწესრიგდა პარაპეტები და მაღლივი საცხოვრებელი ბინების წყალსაწრეტები, ლიფტი და სადარბაზოს ქუდები.  


დასრულდა სულხან-საბას გამზირის I შესახვევის და  სულხან-საბას გამზირის N1 და N31-თთან საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.


სულახან-საბას გამზირი N19 და N 1-მდე  მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. მისასვლელი გზა მოეწყო სულხან-საბას N1-თან. განხორციელდა  ს. გუგუნავას  N15/33  საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა, გუგუნავას ქუჩის №7-თან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, "სულხან-საბას" ადმინისტრაციულ ერთეულში მძიმე ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა   შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორია, მძიმე ტექნიკის საშუალებით  3/ჯერ  გაიწმინდა და გასწორდა ამორტიზირებული გზის საფარი სულხან-საბას გამზირის მე-II შესახვევში.

შეკეთდა სპორტული მოედნები სულხან-საბას გამზირი N25 - N41 საცხოვრებელ კორპუსებს შორის და  სულხან-საბას N93 კორპუსის უკან.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ   შეიწამლა სულხან-საბას, ს. გუგუნავასა, შევჩენკოს ქუჩები და მათი  მიმდებარე ტერიტორიები. 


დაითიბა სულხან-საბას, ს. გუგუნავასა, შევჩენკოს  ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები.

გამოიცვალა 60-მდე დაზიანებული ლამპიონი სულხან-საბას ადმინისტრაციელ ერთეულში.

გამოიცვალა  7 ცალი დაზიანებული ნარჩენ შემკრები ურნა.


სისტემატიურად იწმინდება სანიაღვრე ქსელი სულხან-საბას, ს. გუგუნავასა  ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები.
ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ შეიწამლა  სულხან-საბას და ს. გუგუნავასა ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები.

ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის წინა  ფასადის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, თაბუკაშვილი - ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოეწყო საავტომობილო მოძრაობის მარეგულირებელი ინფრასტურქტურა: ჭკვიანი შუქნიშნები, კამერები, უსაფრთხოების კუნძულზე განახლდა გაზონი, ბორდიულები. შეიღება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ფასადი. 

სანიაღვრე სისტემების მშენებლობა – რეაბილიტაციის პროგრამით მიმდინარეობს დ.ხუნდაძის ქუჩის N50-N54 ბინებთან საგზაო სამოსისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია. რ.თაბუკაშვილის ქ.N88-კორპუსის მიმდებარედ 1200 კვ.მ.ტერიტორიაზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცე-სკვერი. 

გ. მაისურაძის ქ. N9 -კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ. ტერიტორიაზე  მოეწყო რეკრეაციული სივრცე: მოიხატა კედელი, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, ფრენბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. 


რ.თაბუკაშვილის ქუჩაზე ადმინისტრაციული ერთეულის ოფისის მიმდებარედ 400 კვ.მ. ტერიტორიაზე მოეწყო სკვერის ინფრასტრუქტურა  თავისუფალი ინიციატივების ფარგლებში. 

კ. გამსახურდიას ქუჩაზე, I შესახვევში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონი საფარი 250მ. გზაზე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი 80მ.

კ. გამსახურდიას ქ. მე-10 შესახვევში 160მ სიგრძის გზაზე დაიგო ბეტონის საფარი და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. მოხდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. 


ი. ოცხელის ქ. N 2 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულად, დაიგო ნოხის საფარი. 

კ. გამსახურდიას III შესახვევი- განხორციელდა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულად, დაიგო ნოხის საფარი. ფ. კაკაურიძის ქ. N 5, N 7 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულად. 

სრული  რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჭადრაკო სკოლა „მაია“-ს, სადაც  ინფრასტრუქტურა არის  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ იყვნენ იმ დიდი ტრადიციის გამგრძელებლები, რაც ქუთაისს ჭადრაკის მიმართულებით გააჩნია.

სადარბაზოების რეაბილიტაცია-პროგრამის ფარგლებში, 95/5% თანადაფინანსებით სადარბაზოებში მოეწყო მეტალოპლასმასის ფანჯრები, შესასვლელი ქუდები და რკინის კარები. 

- რა რჩება გამოწვევად ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულებში?

სურვილი მაქვს სამომავლოდ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში კიდევ მეტი  რეკრეაციული ზოლი და სკვერი გაკეთდეს. ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულად მოწესრიგდეს თაბუკაშვილის ქუჩის  საფეხმავლო ბილიკები. ვგეგმავთ   სულხან-საბას სკვერში ავაშენოთ  ადაპტირებული ბიბლიოთეკა.  

აღმასრულებელთან ერთად ვფიქრობ შევძლებთ ამ საკითხის გადაჭრას, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ ადაპტირებული და მათთვის კომფორტული გარემო.




ტეგები:

Facebook - კომენტარები