რეკლამა

ხონში ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ შემოაბრძანეს

ხონში ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ შემოაბრძანეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გუბის ყოვლადწმინდა სამების   საკათედრო ტაძარში ხატი   „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ შემოაბრძანეს. ხატი ხატმწერმა დავით კაკაბაძემ მიკრომოზაიკითა და მინანქრით დაწერა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა დისკურსი თემაზე "ილია ჭავჭავაძე და მართლმადიდებლობა". საუბარი შეეხო ხატის მოგზაურობას. მამა კახაბერმა ისაუბრა ხატის მნიშვნელობასა და შექმნის ისტორიაზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები