28 იანვრიდან შობის მარხვა იწყება
28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება.
ჩვენამდე მოხწეული ცნობები გვაუწყებს, რომ შობის მარხვა უძველესი დროიდან მომდინარეობს. ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ერთერთი მამა წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმა ფესვები აქვს შობის მარხვის დადგენას.
თავდაპირველად შობის მარხვა გრძელდებოდა ერთი კვირა, თუმცა მე -11 საუკუნეში დადგინდა, რომ ის უნდა ყოფილიყო 40 დღის განმავლობაში,
შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი ნებადართული იყო თევზის, ცხიმიანი საკვების და ღვინის მიღება.
ანუ ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).
ამ მარხვა არ იცვლება ლოცვითი კანონი, მორწმუნე ადამიანმა უნდა ეცადოს მარხვაში იკითხოს სახარება, ფსალმუნები.
ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს მარხვის არსი და მნიშვნელობა და მექანიკურად არ უნდა იმარხულოს. მარხვა პირველ რიგში არის თავშეკავება ცოდვებისგან, რაშიც გვეხმარება ლოცვა.
მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!





