7 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია მოქალაქეებს განხილვის პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორის წარმოამადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესში და წარმოადგინონ ის შენიშვნები, რომელიც მათ მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით გააჩნიათ.
რადგან ბიუჯეტი არის ქალაქის ფინანსური გეგმა და მასში ასახულია
ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის ინტერესზე არის მორგებული, მნიშვნელოვანად მიმაჩნია მოქალაქეების სრული ჩართულობა და ყველა იმ შენიშვნის გათვალისწინება, რომელიც მათთვის არის რელევანტური.
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს,
მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა ყველა იმ პროცესში, რომელიც თითოეული ჩვენგანის საერთო მიზანს ემსახურება. მიზანი კი არის თანამედროვეობასთან ესთეტიურად შერწყმული, მრავალსაუკუნოვანი ქალაქის განვითარება და გაძლიერება,"-ამბობს ირაკლი შენგელია.