ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ როძევიჩის ქუჩაზე მდებარე მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია სკოლაში კალათბურთის, მაგიდის ტენისის, ტაეკვანდოს დარბაზების განახლება, მოწესრიგდება შენობის ფასადი, სახურავი, ეზო. 2 694 751 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.
ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე ერთდროულად 7 ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო საფარის რეაბილიტაცია, რაზეც, ჯამში 6 323 348 ლარი დაიხარჯება.
ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ბორდიური, ეზოებთან მისასვლელები, განთავსდება საგზაო ნიშნები. ანჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაცია 2 601 000 ლარის ღირებულებისაა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.