“მაქვს მოტივაცია, თქვენთან ერთად ვაშენო ძლიერი და განვითარებული ხარაგაული”
ჩემთვის პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან ნდობის გამოცხადება და წარდგენა ხარაგაულის მერობის კანდიდატად-ამის შესახებ ხარაგაულის მოქმედი მერი სოციალურ ქსელში წერს.
“კიდევ ერთხელ მივიღე ნდობა, ვიყო ხარაგაულის მერობის კანდიდატი. ეს არის არა მხოლოდ პატივი, არამედ ვალდებულება, დავასრულო დაწყებული მასშტაბური პროექტები და გავხსნა ახალი შესაძლებლობების კარი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
ადგილობრივ თვითმმართველობასა და საქართველოს პარლამენტში მუშაობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება, ხარაგაულის საჭიროებების სრულყოფილი ცოდნა— ეს არის ჩემი ძალა, რაც მომცემს შესაძლებლობას, მუშაობა გაგრძელდეს დაუყოვნებლივ, სწრაფად და ეფექტურად.
ვაპირებ ვიყო იმ გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც ემსახურება თითოეულ ხარაგაულელს და გზას უხსნის ახალგაზრდობას, აქტიურად ჩაერთონ თვითმმართველობაში.
ჩვენ ერთად დავამტკიცებთ, რომ გამოცდილება და შედეგზე ორიენტირებული საქმე ყოველთვის იმარჯვებს.
მაქვს მოტივაცია, თქვენთან ერთად ვაშენო ძლიერი და განვითარებული ხარაგაული,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

















