რეკლამა

"ეს არის პროექტი, რომელიც ხარაგაულის სოფლებს ნამდვილად სჭირდება,"-რა განცხადებას აკეთებს ხარაგაულის მერი?

"ეს არის პროექტი, რომელიც ხარაგაულის სოფლებს ნამდვილად სჭირდება,"-რა განცხადებას აკეთებს ხარაგაულის მერი?

 საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ზესტაფონი - ხარაგაულის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი "ოუფენ ნეტის“,  ხელმძღვანელს, მარიამ სულაბერიძეს,  ა(ა)იპ "ოუფენ ნეტისა" და  ქსელის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრა სამიზნე სოფლების მერის წარმომადგენლების ჩართულობით, გაიმართა, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელიც მხარეების ჩართულობით, ოპტიკური ქსელის მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს.

ზესტაფონი-ხარაგაულის მიმართულება   260 კმ ინფრასტრუქტურას მოიცავს და  15 000 ზე მეტი მოსახლისთვის ქმნის ხარისხიან ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობებს.

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერია ყველა რესურსით აქტიურად იქნება ჩართული პროექტის  განხორციელებაში.

"ეს არის პროექტი, რომელიც ხარაგაულის სოფლებს ნამდვილად სჭირდება. მადლიერება მინდა გამოვხატო საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი ყველა რგოლის მიმართ. დღეს, უმნიშვნელოვანესია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ინეტერნეტთან და სხვა ციფრულ სერვისებთან. მიხარია, რომ ხარაგაული ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო,"-ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან პროგრამის სამიზნე არეალებია:  გედსამანია, ვახანი, ზვარე, ლახუნდარა, ლაშე, ლეღვანი,  მარელისი, მოლითი, ნადაბური, ნებოძინი, სარგვეში, საღანძილე, ფარცხანალი, ქვები, ღორეშა, ჩრდილი და  ციცქიური. 

აღნიშნულ მიმართულებაზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული  კომპანია შპს „TRANS ENGINEERING GROUP“-ი განახორციელებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები