TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონში ავღანეთში გმირულად დაღუპული მდინარი ბებიაშვილი გაიხსენეს
ზესტაფონში ავღანეთში გმირულად დაღუპული მდინარი ბებიაშვილი გაიხსენეს
ზესტაფონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ზაზა ხვედელიძემ, ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ქართველი მებრძოლის მემორიალი, რომელიც მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში მდებარეობს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მის თავდადებას სამშობლოსა და გლობალური უსაფრთხოების წინაშე.
გმირის სახელის უკვდავსაყოფად, 2019 წელს, მის მშობლიურ სოფელში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ამასთან ერთად, სოფელში აშენდა საფეხბურთო მოედანი, რომელიც გმირის სახელს ატარებს.





