რეკლამა

7 მაისს ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართება

7 მაისს ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართება

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. 

სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი აქცია 7 მაისს, 18:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

"ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან. 

ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ბოლო გაჩერება - რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია). 

ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს.

გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. 

საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს,"-ნათქვამია ღონისძიების ანონსში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები