TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში მეწყერის კიდევ ერთი კერა გამოვლინდა

ტყიბულში მეწყერის კიდევ ერთი კერა გამოვლინდა

ტყიბულში მეწყერის კიდევ ერთი კერა გამოვლინდა

მეწყერის კიდევ ერთი კერა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მერის ინფორმაციით, მეწყრული კერა სოფელ ბუეთში გამოვლინდა. 

 დავით კუბლაშვილის თქმით, საკითხის შესწავლაში უკვე ჩაერთვნენ გეოლოგები და შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლება გეოლოგიურ დასკვნას ელოდება. 

რაც შეეხება სოფელ კურსებს, სადაც მეწყერმა 20 სახლი დაანგრია, კურსების შემთხვევაში, გეოლოგიური დასკვნა ცნობილია. დასკვნის მიხედვით, სტიქიის ზონაში ცხოვრება შეუძლებელია, ასევე, არ მოხდება მეწყერის შედეგად დაზიანებული ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის აღდგენა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu