TOPNEWS » მთავარი თემა » 250 მოსწავლეზე გათვლილ სოფელ ქვიტირის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

250 მოსწავლეზე გათვლილ სოფელ ქვიტირის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

250 მოსწავლეზე გათვლილ სოფელ ქვიტირის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომლის პარალელურადაც უკვე დაწყებულია სადემონტაჟო სამუშაოები. პროექტირების დასრულების შემდეგ კი სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.

250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში დაგეგმილია სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლება, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარე განათებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu