TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხიდან სოფელ ბავარის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

ლენტეხიდან სოფელ ბავარის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

ლენტეხიდან სოფელ ბავარის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

ლენტეხი-ბავარის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ბავარის მიმართულებით გზა 21 ივლისს, გვიან ღამით მოსული სტიქიის შედეგად ჩაიკეტა. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფელ ბავარში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველთან ერთად გაეცნო.

ძლიერმა წვიმამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში დააზიანა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია ყველა მიმართულებით.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მოკლე ვადებში, ეტაპობრივად განხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu