რეკლამა

ქუთაისში ორი დღით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

ქუთაისში ორი დღით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

8 და 9 ივლისს, ქუთაისში, ხელნაკეთი ნივთების, რეწვის ნიმუშებისა და იმერული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 

"DMO  იმერეთის ერთ-ერთი პრიორიტეტს შემოქმედებითი ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს, ამიტომ, კულტურული და ტურისტული აქტივობების დროს მისი ინიციატივით ქალაქში სისტემატურად ეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-ბაზრობები.

 ხელნაკეთისა და რეწვის ოსტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა იდეა, ქალაქში ყოველ შაბათ-კვირას  ჩატარდეს ხელნაკეთი ნივთების, რეწვის ნიმუშებისა და ზოგადად იმერული ნაწარმის გამოფენა გაყიდვა.

ხვალ და ზეგ, 12:00 საათიდან 21:00 მდე ამ პროექტის სასტარტო დღეებია, რომელიც დაორგანიზება ქუთაისის მერის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და რომლის რეზონანსსა და უკურეაქციაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დაიგეგმება მომავალი გამოფენა-გაყიდვები.

აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ტურიზმის ხელშეწყობის, არამედ ჩვენი ოსტატების თანადგომის თვალსაზრისით,"-აცხადებენ DMO იმერეთში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები