პირველი ლედი ცაგერში, "ლეჩხუმობა 2026"-ზე იმყოფებოდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ლეჩხუმობა-2026“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ბარდნალაში, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში, გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო, სადაც გაიხსენეს ეპიზოდები პოეტის ცხოვრებიდან და მიმოიხილეს მისი შემოქმედება. ქალაქ ცაგერში კი ლადო ასათიანის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
„მწვანე თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით კულტურული პროგრამა წარმოადგინეს. მოეწყო ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული სივრცე.
„მწვანე თეატრში“ 2026 წლის საპატიო ლეჩხუმელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ლეჩხუმელის წოდება გადაეცათ გოჩა ენუქიძეს, გოჩა ბაკურაძეს, აკაკი მდივანს, თამაზ საღინაძეს, დარეჯან საღინაძეს, დავით ყურაშვილს, კახა გასვიანს, დიმიტრი ალავიძეს და მამა ილარიონს (ვასილ სახელაშვილი).
სახალხო დღესასწაული ჯგუფ „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





