რეკლამა

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სულ, 78 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სულ,  78 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი  რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს. 

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. 

"ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე. 

ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც. 

დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი,"-აცხადებენ გზების დეპარტამენტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები