რეკლამა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და  საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი  პროფესორ ვალერი ოცხელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"მან, 49 წლის წინ, ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შექმნა საინჟინრო გრაფიკის კათედრა. 1974 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; წლების განმავლობაში იყო მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგე. 1994 - 2006 წლებში იყო სასწავლო ნაწილთან არსებული სასწავლო-მეთოდური განყოფილების უფროსი. პროფესორი ვალერი ოცხელი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მუშაობაში.  
     
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები