რეკლამა

“არც ერთი სკამი, დედამიწის ზურგზე, არც საპარლამენტო, არც მთავრობის და არანაირი, არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ”

“არც ერთი სკამი, დედამიწის ზურგზე, არც საპარლამენტო, არც მთავრობის და არანაირი, არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ”

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ გიგიაძე "ქართული ოცნების" შტაბში კარდაკარის კამპანიას ესწრებოდა, როცა გარედან შემოსული ხმაური მოესმა. გარეთ გასულს, მას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე დახვდა, რომელიც პარტიის ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნუცუბიძე "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ოპოზიციის აქტივისტი პირადად ერმილე გიგიაძეს დაუპირისპირდა და რამდენჯერმე შეაგინა. ამის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ტრაგიკულ შემთხვევას აფასებენ მმართველ გუნდში. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ძალადობაზე, შეურაცხყოფასა და დაცინვაზეა აგებული.

"სოფელ გეგუთში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან სიტყვიერი შელაპარაკების დროს, გარდაიცვალა ერმილე გიგიაძე. ეს მიზეზობრივ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებულია ძალადობაზე, აგრესიასა და დაცინვაზე. მინდა, მივუსამძიმრო ერმილეს ოჯახს ეს ტრაგედია და გამოვხატო ჩვენი თანადგომა", - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავიანთ აქტივისტებს აძლევენ მაგალითს, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი დევნონ.

"არც ერთი სკამი, დედამიწის ზურგზე, არც საპარლამენტო, არც მთავრობის და არანაირი, არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ და ეს მინდა შევახსენო რადიკალურ ოპოზიციას, რომელმაც, პირველივე დღიდან, დაიწყო სიძულვილის ენით საუბარი და რომლის ლიდერებიც აძლევენ მაგალითს თავიანთ ქვეშევრდომებს, თუ როგორ უნდა დევნონ ქვეყანაში განსხვავებული აზრი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები