TOPNEWS » მთავარი თემა » რეგიონული განვითარების მინისტრმა იმერეთში ანგარიში ჩაიბარა

რეგიონული განვითარების მინისტრმა იმერეთში ანგარიში ჩაიბარა

რეგიონული განვითარების მინისტრმა იმერეთში ანგარიში ჩაიბარა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.

რეგიონული განვითარების მინისტრმა, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, იმერეთში შემავალი მუნიციპალიტეტების მიხედვით, ხელმძღვანელი პირებისგან განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები. 

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: მამუკა ხიმშიაშვილი, ბესიკ გოფოძე, გრიგოლ დალაქიშვილი,  რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu