TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფლებში გზების მოწყობა გრძელდება

ვანის სოფლებში გზების მოწყობა გრძელდება

ვანის სოფლებში გზების მოწყობა გრძელდება

ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია სალხინო-დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულების  დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. 

სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია: მოწყობილია  ბეტონის  საფარი და  მიმდინარეობს გზისპირების კეთილმოწყობა.

"ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რადგან ამ დრომდე, იქ მხოლოდ გრუნტის გზით იყო შესაძლებელი გადაადგილება. პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ და გაწერილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს,"-აცხადებენ ვანის მერიაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu