იტვირთება

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ახალი ავტობუსები მოემსახურება-რა ეღირება მგზავრობა?

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ახალი ავტობუსები მოემსახურება-რა ეღირება მგზავრობა?

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა. 28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილია მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით.  ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

"როგორც იცით, უპრეცენდენტო რაოდენობის მგზავრი მივიღეთ შარშან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მგზავრი, ვინც გადაწყვეტს ქუთაისის აეროპორტით საქართველოში სტუმრობას შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი. ზოგადად იმერეთისთვის და ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მგზავრთა დიდი რაოდენობა ჩამოვიდეს რეგიონში, ამიტომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ეს იქნება გადაადგილება თუ ადგილზე გაჩერება ყველანაირი პირობა შევქმნათ, რათა უფრო მეტი ტურისტი ესტუმროს იმერეთს” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძე.

"ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ჯ-თი გრუპ“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპროტის მგზავრებმა მარტივად იცნონ,”-აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები