ავირჩიეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე - თემურ ცამციშვილი და მოადგილე - მამუკა ბიბილეიშვილი. დღეს, დამტკიცდა იმერეთის რეგიონალური პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიდის მზადება „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევისთვის.
"გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, იმერეთში შევხვდით რეგიონალურ და მუნიციპალურ ლიდერებს. ავირჩიეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე - თემურ ცამციშვილი და მოადგილე - მამუკა ბიბილეიშვილი. დღეს, დამტკიცდა იმერეთის რეგიონალური პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.
ვემზადებით, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევისთვის. უამრავი პრობლემა აქვს ხალხს, უკიდურესი გაჭირვება, გაქცეული და ბარგჩალაგებული მოსახლეობა. გაზულუქებული, მკვლელი რუსული ოცნება, ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვიშოროთ”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.