რეკლამა

როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს?-ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს?-ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

იანვრის ახალი კვირა სავსე იქნება საინტერესო და  მნიშვნელოვანი მოვლენებით. კვირა დაიწყება ვენერას გლობალური გადასვლით თხის რქის ნიშანში, რაც თქვენი გრძნობების გამოხატვისას თავშეკავებას მოგიტანთ და ურთიერთობებს რეალისტურად შეაფასებთ.

25 იანვარს სავსე მთვარემ ლომში (ამ დროს მზეც გაძლიერებულია პლუტონით, რომელიც 21 იანვარს მერწყულში გადავიდა) შეიძლება ზედმეტი ექსტრავაგანტურობა და გადაჭარბებული გულუხვობა გამოიწვიოს. არსებობს საშიშროება, მწვავე დაავადებები ქრონიკულში გადავიდეს, ამიტომ ყურადღებით იყავით!

კვირის ბოლოს პლანეტა  ვენერა ჰარმონიულ ასპექტს ქმნის სატურნთან. ამ პერიოდში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები, დიდი ალბათობით, ოფიციალური ქორწინებით დასრულდება. ზომიერება და მოვალეობის გრძნობა ბევრს დაეხმარება მატერიალური პრობლემების გადაჭრაში და არსებული რესურსების გონივრულად მართვაში. წარმატება გარდაუვალია ზოდიაქოს იმ ნიშნების წარმომადგენლებისთვის, ვისი პროფესიაც დაკავშირებულია ელექტრონიკასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან, პარაფსიქოლოგიასა და ასტროლოგიასთან.

 ვერძი

ამ კვირაში დიდი ყურადღება მიაქციეთ სამუშაოს. შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი გეგმების კორექტირება და მნიშვნელოვანი პროექტების დაჩქარება. არ ინერვიულოთ, ყველაფერს მაღალ პროფესიონალურ დონეზე გააკეთებთ. პირად ცხოვრებაში სიტუაციის განვითარება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უყურებთ პრობლემას. იყავით ოპტიმისტი, ყურადღებიანი და მზრუნველი თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ, ერთად იფიქრეთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტაზე.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

 კურო

დადგა თამამი გეგმების განხორციელების დრო, თუმცა ცხოვრება მათში საკუთარ ცვლილებებს შეიტანს. თქვენი ოჯახი და მეგობრები მზად იქნებიან, დაგეხმარონ ამ კვირაში ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. კარგი იქნება, თუ  გადადებთ მივლინებებსა და შორ გზაზე მოგზაურობას. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, დიდი დრო არ დაკარგოთ მეორეხარისხოვან ამოცანებზე; მხედველობიდან არ გამოგრჩეთ კონკურენტები როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 ტყუპი

ამ კვირაში, დიდი ალბათობით, წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ საქმიანობაში, მათ შორის, ფინანსურ სფეროში. პროფესიულ ცხოვრებაში ბევრი თქვენგანი შეძლებს საუკეთესოდ გამოავლინოს ლიდერობის უნარი, რაც დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს ხელმძღვანელობაზე. პარასკევი კვირის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღეა, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. კვირის ბოლოს არ გექნებათ შესასრულებელი დამატებითი ვალდებულებები, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, საკმარისი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 22.

კირჩხიბი

ეს კვირა კარგი დროა შემოქმედებითი პროექტებისა და აქტივობებისთვის. შეიძლება ბევრი რამ საკამათო იყოს, მაგრამ მთლიანობაში წარმატება და ზემდგომი პირებისგან შექება გელოდებათ. ოთხშაბათი მოგებასა და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. ხუთშაბათს არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, რადგან, მიუხედავად მცდელობისა, არსებობს დაგვიანების რისკი. შაბათ-კვირას გამოიჩინეთ მეტი გულისხმიერება და ზრუნვა თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

ლომი

დაუფიქრებელი ქმედებები ამ კვირაში მიუღებელია. ვარსკვლავების რჩევით, პირადი საუბრების დროს თავი უნდა აარიდოთ ნახევრად მინიშნებებს. რაც უფრო მკაფიოდ აცხადებთ თქვენს მთავარ იდეას, მით მეტი შანსია, რომ მას მხარდაჭერა ჰქონდეს. კომუნიკაციის კარგი უნარი საკმაოდ საინტერესო ვარიანტებს  გაგიხსნით პირად ურთიერთობებში. სამსახურში შესაძლო სირთულეები არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ახალი ადგილის ძებნა დაიწყოთ, რადგან ეს  მხოლოდ დროის კარგვა იქნება. მეგობრები დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 ქალწული

ამ კვირაში ღიად არ უნდა გამოხატოთ თქვენი პრეტენზია. თქვენი წარმატება, პირველ რიგში, თქვენს დიპლომატიაზეა დამოკიდებული. სამსახურში შეეცადეთ, გრანდიოზული გეგმები არ დაგეგმოთ, რადგან შეიძლება ვერ განახორციელოთ. კვირა ხელსაყრელი იქნება მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ეს მოგზაურობა ახლობელ ადამიანთან დაკარგული კავშირის აღდგენაში დაგეხმაროთ. ზოგადად, დასვენება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინაც კი, თუ გარემოებები მაღალი აქტივობისკენ გიბიძგებთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 სასწორი

ამ კვირაში შეგიძლიათ სურვილი აისრულოთ, თუ დიპლომატიურად გადახვალთ ჩრდილში და სწორედ იქიდან დაიწყებთ თქვენთვის საინტერესო მოვლენების მართვას. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება საკმაოდ დიდი ენერგია მოითხოვოს, შესაძლებლობა გექნებათ, კარგად შეამოწმოთ თქვენი პარტნიორის სანდოობა. ბევრი თქვენგანი ამ კვირაში სავსე იქნება ოპტიმიზმით, იმედით, ენთუზიაზმითა და პოზიტიური ენერგიით. კვირის ბოლოს აქტიური პირადი ცხოვრება გელით, დაელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

მორიელი

ამ კვირაში თქვენთვის ადვილი და სასიამოვნო იქნება მუშაობა, ყველაფერი გამოგივათ. ბევრი მიხვდება, რომ გამორჩეული ადამიანი ხართ. დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თქვენი ავტორიტეტის განმტკიცებას. გექნებათ კარიერული წინსვლის და გამდიდრების შანსი. კარგი რჩევების მიცემის უნარი თქვენს პოპულარობას აამაღლებს. სოციალურ გარემოცვაში. პირადი ხიბლი, მახვილი გონება და განვითარებული ინტელექტი ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობს. გამოიყენეთ ეს დრო უფრო აქტიურად პირადი ცხოვრების მოსაწყობად. მარტოხელა მორიელებს ვარსკვლავები ახალი რომანის დაწყებას ურჩევენ, რომელიც დიდი შანსია, რომ ქორწინებით დასრულდება.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მეთოდურად და თავდაჯერებულად წახვალთ წინ, რადგან დიდი ხნის დაგეგმილი გეგმების განხორციელების პერსპექტივები გამოჩნდება. მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. გამოიჩინეთ თავშეკავება და მოთმინება, და ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება. კვირის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, მეტი ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს და სასიამოვნო ოჯახური დასვენება მოაწყოთ. ხელსაყრელია, ასევე, სხვადასხვა სახის საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

თხის რქა

ეს კვირა რაიმე სერიოზული პრობლემის გარეშე ჩაივლის. ხელსაყრელი პერიოდია პროდუქტიული მუშაობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. იდეები, რომლებიც გაგიჩნდებათ, შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი იყოს, მაგრამ ხუთშაბათს არ უნდა გარისკოთ არცერთ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მოულოდნელად იფიქრებთ, რომ ცვლილების დროა. ამ დღეს ფრთხილად იყავით ნებისმიერი მოლაპარაკებისას, რაიმე გარიგების დადებისას ან იურიდიულ დოკუმენტებზე ხელმოწერისას. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს. შაბათს შეხვედრები შემთხვევითი არ იქნება და მომავალში დიდ სამსახურს გაგიწევთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

მერწყული

ტრივიალური ყოველდღიური ამოცანების გადაჭრა ამ კვირაში თქვენგან დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. მით უმეტეს, თუ მარტო მოგიწევთ მოქმედება. კოლეგებისა და მეგობრების გარემოცვაში ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა და უფლებამოსილებების დელეგირება. პარასკევს ეცადეთ, იყოთ რეალისტები, სწრაფად გამოდით ილუზიების საშიში სამყაროდან. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

თევზები

ამ კვირაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები პროფესიულ სფეროში. ეს შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობები თქვენი პროექტის პოპულარიზაციისა და კარიერული პერსპექტივის ზრდისთვის, ან თუნდაც მომგებიანი შემოთავაზება სამუშაოს შეცვლისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ნუ იტყვით შანსზე, აიღეთ ის, რასაც ბედი გაძლევთ და წინ წადით. თქვენი პირადი ცხოვრებაც მშვიდად წარიმართება და შეშფოთების მიზეზს არ მოგცემთ. მთავარია შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და მომავალი კვირა უფრო აქტიურად და მიზანდასახულად დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 27.


ტეგები:

Facebook - კომენტარები