TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ 181 პირველკლასელი მიიღო

ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ 181 პირველკლასელი მიიღო

ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ 181 პირველკლასელი მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველ საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა. წელს აღნიშნულ სკოლაში 181 პირველკლასელი დარეგისტრირდა. 

,,გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია — სავსე მოლოდინით, ემოციებითა და დიდი პასუხისმგებლობით. სკოლა არის ადგილი, სადაც ყალიბდება ჩვენი მომავალი, სადაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს საკუთარი გზა და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.

ჩვენი ქვეყნის წარმატება სწორედ თქვენზეა დამოკიდებული — თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე. თქვენი ცოდნა, შრომისმოყვარეობა და რწმენა განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ქვეყანა გვექნება ხვალ.

განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავ მასწავლებლების მიმართ. თქვენი ყოველდღიური შრომა და თავგანწირვა ის საფუძველია, რომელზეც ძლიერი და განათლებული საზოგადოება შენდება. მშობლებს კი მინდა ვუთხრა, რომ თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ბავშვებისთვის შეუფასებელია.

გისურვებთ წარმატებით, სიახლეებითა და სიხარულით სავსე სასწავლო წელს” - განაცხადა ლევან ზალკალიანმა. 

დღესვე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკულად დაღუპული პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის ხსოვნას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu