საქართველოს გაზის ტრანსპორტირების ზესტაფონის სოფელ არგვეთას მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს,"-აცხადებენ კომპანიაში.