ქუთაისსი, წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 -14 მარტს, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება-ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე დაიკეტება და შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები.
" N 1R ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი და შემდეგ გააგრძელებს ჩვეული მარშრუტით.
N 3 ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით.
N 4 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით.
N 5 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივად.
N 41 ავტობუსი - ფალიაშვილის ქუჩიდან მოძრავი: აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ - ჩვეულებრივად; ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი: კუპრაძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის მოედანი და ფალიაშვილის ქუჩა,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.