ფეხბურთის მასობრიობის გაზრდისა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის მიზნით ჭიათურაში ,,დინამო თბილისის“ ფილიალის გახსნა იგეგმება.
ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე ,,თბილისის დინამოს“ აკადემიის ხელმძვანელს ლევან გვანცელაძეს და კლუბის წარმომადგენელს გია ისიანს შეხვდა.
თბილისური კლუბის წარმომადგენლებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს, სადაც მიზნებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. ლევან გვანცელაძის თქმით, მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენა, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქართული ფეხბურთის განვითარება.
პირველ ეტაპზე მხარეები მემორანდუმის გაფორმებაზე იმუშავებენ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სწორედ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელებაზე მუშაობა.