რეკლამა

ამბროლაურის საავადმყოფოში პაციენტი სისხლდენით გარდაიცვალა-რაჭის მოსახლეობა რეანომობილს ითხოვს

ამბროლაურის საავადმყოფოში პაციენტი სისხლდენით გარდაიცვალა-რაჭის მოსახლეობა რეანომობილს ითხოვს

რაჭის მოსახლეობა რეანომობილს ითხოვს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რეანომობილის არარსებობას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

"2 დღის წინ ამბროლაურის საავადმყოფოში კიდევ ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ამჯერად სისხლდენით. 

რეანომობილი იყო ადგილზე საჭირო, რომელიც შოვში იყო, ჩამოვიდა და ადგილზე მისული გაფუჭდა, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. 

მერამდენე ადამიანი უნდა შეეწიროს? რამე პასუხი გაქვთ?,"-აცხადებენ ადგილობრივები.

"შარშან მამას გადასაყვანად დაგვჭირდა რეანომობილი, მოვიდა 6 საათის დაგვიანებით, მანქანიდან ჩამოსულმა ექიმმა პასუხის ღირსიც არ გამხადა და მეორე ექიმი პომადის წასმით და თმების შელამაზებით იყო დაკავებული, სამწუხაროდ სახელები  და გვარები არ მახსოვს, ისე ვიყავი,"-ამბობს ნინა სამთელაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები