რეკლამა

"დილა-საღამოს იმეორეთ: მადლიერი ვარ ჩემი ბედის, პრობლემები ჩემს სასიკეთოდ გვარდება" - 11 წესი ფულის კარმის "გამოსასწორებლად

"დილა-საღამოს იმეორეთ: მადლიერი ვარ ჩემი ბედის, პრობლემები ჩემს სასიკეთოდ გვარდება" -  11 წესი ფულის კარმის "გამოსასწორებლად

ადა­მი­ა­ნი გამ­დიდ­რე­ბა­ზე თუ არა, ხელ­გა­შა­ლი­ლად ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. ზოგს ფული ეძ­ლე­ვა, მაგ­რამ თით­ქოს თვალ­სა და ხელ­შუა უქ­რე­ბა, ზო­გიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში იმ­დენ ფულს შო­უ­ლობს, რომ და­ხარ­ჯვას ვერ ას­წრებს. გა­და­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­სა და გა­მო­ას­წო­რეთ ფუ­ლის კარ­მა.

  • გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. იყა­ვით ლმო­ბი­ე­რი, გუ­ლის­ხმი­ე­რი ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. გა­ი­ზი­ა­რეთ მათი ტკი­ვი­ლი და ისი­ა­მოვ­ნეთ მათი სი­ხა­რუ­ლით.
  • თუ ადა­მი­ანს შურს სხვი­სი სი­ხა­რუ­ლი, თა­ვად სი­ა­რულს ვე­რას­დროს მი­აღ­წევს. შუ­რის­გან მხო­ლოდ თქვენ იტან­ჯე­ბით და არა ის, ვი­სიც გშურთ.
  • ნუ­რა­ვის გა­უ­კე­თებთ ცუდს. ნურც გა­ი­ფიქ­რებთ ამას.
  • შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, თუ გაქვთ ფუ­ლით, რჩე­ვით, და­პი­რე­ბით დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ნუ­რა­ვის ეტყვით უარს. ხვალ შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი თქვენ დაგ­ჭირ­დებთ და ხალ­ხმაც ზურ­გი შე­გაქ­ცი­ოთ, - ეს კარ­მაა. ხოლო, თუ და­ეხ­მა­რე­ბით, და­ი­ვი­წყეთ, არა­ვის­თან თქვათ და მით უმე­ტეს, იტ­რა­ბა­ხოთ.
  • მო­ე­რი­დეთ ხალ­ხის გან­სჯას, მათი ქცე­ვა, მათი კარ­მაა.
  • გა­იხ­სე­ნეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ოდეს­ღაც დახ­მა­რე­ბა გა­გი­წი­ეს, მო­ძებ­ნეთ მათ­თვის სი­კე­თის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა.
  • მო­ძებ­ნეთ სახ­ლში თქვენ­თვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბი და გა­ა­ჩუ­ქეთ ისი­ნი. ძველ ნივ­თებს (და­გუ­ბე­ბუ­ლი ენერ­გია), ახ­ლე­ბი (ახა­ლი ენერ­გია) შეც­ვლის.
  • შე­მო­სავ­ლი­დან 10 პრო­ცენ­ტი მა­ინც გა­ი­ღეთ ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის. რე­გუ­ლა­რუ­ლი სი­კე­თე შე­მო­სა­ვალს კი­დევ უფრო გა­გიზ­რდით. მაგ­რამ ამ­ჯე­რა­დაც არა­ვის გა­უმ­ხი­ლოთ თქვე­ნი სი­კე­თე.

მო­ი­წეს­რი­გეთ ფუ­ლის ენერ­გია. თუ ხან­გრძლი­ვი დრის მან­ძილ­ზე უფუ­ლოდ ხართ, ე.ი. ფი­ნან­სებ­თან "კონ­ფლიქ­ტი" უნდა მო­აგ­ვა­როთ:

  • იყა­ვით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ფუ­ლის, კუ­პი­უ­რე­ბის მი­მართ. არას­დროს ჩა­დოთ სა­ფუ­ლე­ში და­კუ­ჭუ­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი თან­ხა. თი­თო­ე­უ­ლი კუ­პი­უ­რა გა­ას­წო­რეთ და ისე მო­ა­თავ­სეთ სა­ფუ­ლე­ში. ფულს ჯი­ბე­ში ნუ ჩა­ი­კუ­ჭავთ. და­ხე­უ­ლი ფული, ან გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხურ­და (ერთ და ორ­კა­პი­კი­ა­ნე­ბი) არა გა­და­ყა­როთ ქუ­ჩა­ში, ბან­კში მი­ი­ტა­ნეთ.
  • ზოგ­ჯერ, გა­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჯა­დოს­ნუ­რად ჩნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ან სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა ფუ­ლად პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ივი­წყებს ბე­დის სი­კე­თეს. ეცა­დეთ მად­ლი­ე­რი იყოთ ფორ­ტუ­ნის.
  • არას­დროს იწუ­წუ­ნუთ, არა­ვის შე­ა­და­როთ სა­კუ­თა­რი ბედი. იყა­ვით გან­გე­ბის მად­ლი­ე­რი. ყო­ველ დილა-სა­ღა­მოს მად­ლო­ბა გა­უგ­ზავ­ნეთ სამ­ყა­როს, მად­ლი­ე­რი იყა­ვით იმით, რაც გაქვთ და კი­დევ უფრო მეტი მო­გე­ცე­მათ. შე­გიძ­ლი­ათ ამ­დაგ­ვა­რი ტექ­სტი თქვათ: "მე მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ბე­დის, ვიცი, რომ ის ცუდს არ მო­მივ­ლენს. მე მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, მე და­ვეხ­მა­რე­ბი ჩემს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს (გა­ვუ­ნა­წი­ლებ ლუკ­მას, სა­მოსს და ა.შ.). ჩემი პრობ­ლე­მე­ბი ჩემს სა­სი­კე­თოდ მოგ­ვარ­დე­ბა".

წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!


ტეგები:

Facebook - კომენტარები