ევროპის პირველ ჩემპიონ ქართველ ქალს თავისუფალ ჭიდაობაში -მირანდა კაპანაძეს, გულშემატკივრებმა მშობლიურ ჭიათურაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
მას სპორტსმენები, მწვრთნელები,
თანაგუნდელები, საზოგადოების წარმომადგენლები
და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
მირანდამ სერბეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ჩემპიონის ტიტული და ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე არც ერთ ასაკობრივ,მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე, ჩემპიონი არ ჰყოლია.