წყალტუბოში მარტოხელა დედას საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გადასცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხატია სისაურის ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გადასცეს.
ხატია სისაური მარტოხელა დედაა, მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით 26 პროგრამა ხორციელდება, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ასეთი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება,“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
2024 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა 31 ოჯახისთვის იქნა შეძენილი. ამ ეტაპზე აღნიშნული დახმარება უკვე მიიღო ოთხმა ოჯახმა.